ბლოგი და სიახლეები
სამოქალაქო განათლების გაკვეთილები - ინოვაციური, ახალი ელექტრონული რესურსი
საქართველოს ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ (New Economic School – Georgia) წარმატებით განახორციელა მასშტაბური და ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ციკლი (10 ტრენინგი).
პრაქტიკული ეკონომიკის მოდული – „ვიფიქროთ თავისუფლებაზე!“
ეს მოდული დაეხმარა მასწავლებლებს ეკონომიკის პრინციპები და თავისუფალი ბაზრის ღირებულებების უკეთ გაგებაში და პრაქტიკული მეთოდოლოგიის ათვისებაში, რათა მოსწავლეებმა ისწავლონ და გაითავისონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
სამოქალაქო განათლების მოდული – „გააზრებული არჩევანი!“
პოლიტიკის მოდული მიზნად ისახავდა მასწავლებლებისთვის დემოკრატიის ღირებულებების, ინფორმაციის კრიტიკული შეფასებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ და ჩამოაყალიბონ თავისუფლებისმოყვარე და გააზრებული მოქალაქის ხედვა.
საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება
ტრენინგების ციკლის ფარგლებში, შედგა სპეციალური სამუშაო სესია პარტნიორი ლიეტუვური ორგანიზაცია - ლიეტუვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის თანამშრომლის და ამ დარგის ექსპერტის მონაწილეობით.
"გონიერების გაკვეთილების" პრეზენტაცია
გულწრფელად გიხდით მადლობას ჩვენი პროექტებისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის! თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზნისთვის – ცოდნისა და თავისუფლების ღირებულებების გავრცელებისთვის.
დავასრულეთ პორტალ „გონიერების გაკვეთილების“ პრეზენტაცია!
"გონიერების გაკვეთილების" მორიგი პრეზენტაცია
„გონიერების გაკვეთილები“ — ინოვაციური რესურსი პედაგოგებისთვის!
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ აგრძელებს შეხვედრების ციკლს ჩვენი ახალი საგანმანათლებლო პორტალის, „გონიერების გაკვეთილების“ (Lessons of Reason) ირგვლივ.
სახელმძღვანელოს ონლაინ პრეზენტაცია შედგა
27 დეკემბერს კი, ონლაინ შეხვედრაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს გავუზიარეთ პორტალის შესაძლებლობები.
მასწავლებლებისთვის პორტალის გაცნობა უნივერსიტეტში
საქართველოს უნივერსიტეტში დაინტერესებულ პირებს ჩვენს ბიბლიოთეკაში ვუმასპინძლეთ.
პედაგოგებისთვის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა საიტის ტექნიკური მოხმარების ნიუანსები, რეგისტრაცია, ნავიგაცია და სახელმძღვანელოს შინაარსის გამოყენების არეალი.
პორტალის რადიო პრეზენტაცია
ჩვენი პარტნიორი სასკოლო კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი ელგა ბახტურიძე საქართველოს საზოგადოებრივ რადიოში გადაცემაში "პიკის საათი" იყო მიწვეული.
მან რადიო გადაცემის მონაწილეებს და მსმენელებს გააცნო ჩვენი პროტალი და მისი შეშაძლებლობები.
კიდევ ერთი ონლაინ-პრეზენტაცია
14 თებერვალს შედგა ჩვენი პორტალის მორიგი ონლაინ პრეზენტაცია.
ჩვენი მხრიდან პრეზენტაციაზე განხილულ იქნა უკვე ჩატარებული პრეზენტაციების შედეგად დაგროვილი საკითხები.
პედაგოგები lessonsofreason.com-ის შესახებ
ელგა ბახტურიძე - სასკოლო კლუბების ასოციაციის დამფუძნებელი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ჩვენი პორტალის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს...
პედაგოგები lessonsofreason.com-ის შესახებ
შორენა ტაბატაძე - სასკოლო კლუბების ასოციაციის დამფუძნებელი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ჩვენი პორტალის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს...