30 დეკემბერი 2025
"გონიერების გაკვეთილების" მორიგი პრეზენტაცია
„გონიერების გაკვეთილები“ — ინოვაციური რესურსი პედაგოგებისთვის!
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ აგრძელებს შეხვედრების ციკლს ჩვენი ახალი საგანმანათლებლო პორტალის, „გონიერების გაკვეთილების“ (Lessons of Reason) ირგვლივ.
დეკემბერი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა: 14 დეკემბერს გორელ პედაგოგებს ვეწვიეთ და ცოცხალ რეჟიმში განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები;
ეს სახელმძღვანელო და ციფრული პლატფორმა მასწავლებლებს ეხმარება, სასწავლო პროცესი გახადონ უფრო ინტერაქციული, მრავალფეროვანი და მოსწავლეებისთვის შთამაგონებელი.
წინ კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება გელით! თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები.
მადლობა თითოეულ თქვენგანს აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის!