წარმოგიდგენთ
სამოქალაქო განათლების გაკვეთილები
თქვენს წინაშეა ინოვაციური ელექტრონული სასწავლო რესურსი „სამოქალაქო განათლების გაკვეთილები“, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.
ეს პლატფორმა აერთიანებს ინტერაქტიულ ელექტრონულ სახელმძღვანელოს, რომელიც ეფუძნება მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციას, თემების განხილვას, ვიდეოებისა და მასალების ანალიზს, ტესტებს, გამოცდილების გაზიარებას და სიმულაციურ თამაშებს.
ყველა ეს ელემენტი სწავლების პროცესს ხდის მრავალფეროვანს, დინამიურს და პრაქტიკულს.
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების, კომპლექსური მსჯელობისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ჩვენი ხედვაა: აღვზარდოთ თავისუფლების მოყვარული, პასუხისმგებლიანი, მორალურად მტკიცე, შემოქმედებითი და პროდუქტიული ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარი წარმატების შექმნას და საზოგადოების კეთილდღეობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
ვიმედოვნებთ, რომ „სამოქალაქო განათლების გაკვეთილები“, ისევე როგორც სახელმძღვანელოები „ეკონომიკის გაკვეთილები“ და „მეწარმეობის გაკვეთილები“, როგორც ერთიანი ინტეგრირებული მიდგომის მაგალითი, გახდება მოსწავლეების პიროვნული და სამოქალაქო ზრდის მძლავრი ინსტრუმენტი.
რას ისწავლით?
ეს სახელმძღვანელო ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, რაციონალური წიგნიერებისა და რეალური ცხოვრებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებაზე.
ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:
ფინანსური წარმატება და მეწარმეობა (შემოსავლის გზები, მომხარბელობაზე ორიენტირებული წარმატება);
შრომის მნიშვნელობა (შემწეობა თუ გამომუშავება);
ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა დასაქმებაზე (რობოტები და ავტომატიზაცია).
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს:
სიღარიბე, შიმშილი, გლობალური უთანასწორობა, მიგრაცია — თემები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება პრაქტიკული და ეთიკური მიდგომების ჩამოყალიბებაში.
სახელმძღვანელო ასევე იკვლევს:
მომხმარებლურ კულტურას (მომხმარებლობა, ჭარბწარმოება, მომჭირნეობა);
მედიაწიგნიერებას (პროპაგანდა, ინფორმაციული ბუშტები);
პოლიტიკურ პროცესებს (არჩევნები, დემოკრატია,პოპულიზმი);
მდგრადი განვითარების გამოწვევებს (ეკოლოგია, ბიზნესის პასუხისმგებლობა);
ამით ხელს უწყობს პასუხისმგებელი, აქტიური და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდას.
"სამართლიანობა არის სათნოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ადამიანების ხასიათსა და ქცევას და შესაბამისად მოქმედებს, ანიჭებს თითოეულ ადამიანს იმას, რასაც ის იმსახურებს." - აინ რენდი
ეკონომიკისა და მეწარმეობის გაკვეთილები
ასევე შეგიძლიათ იხილოთ ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს მიერ მომზადებული "ეკონომიკის გაკვეთილები" და "მეწარმეობის გაკვეთილები".
სიახლეები და ღონისძიებები
ლიეტუვას თავისუფალი ბაზრის ინსტიტუსის სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოს საფუძველზე.