ახალი სახელმძღვანელოს - "პოლიტიკის გაკვეთილები" პრეზენტაცია
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, გააზრებულად იმსჯელონ თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე? როგორ დავუკავშიროთ ეს საკითხები მათ ყოველდღიურ გამოცდილებას?
ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო, სასკოლო კლუბების ასოციაცია, ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი და საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ ახალი სახელმძღვანელოს „პოლიტიკის გაკვეთილები“ ონლაინ პრეზენტაციაზე.
შეხვედრაზე გაეცნობით სახელმძღვანელოს თემებს, სწავლების მეთოდოლოგიასა და ონლაინ ვერსიის გამოყენების წესებს. განვიხილავთ, როგორ გამოიყენოთ მასალა გაკვეთილებსა და სასკოლო კლუბებში – მოსწავლეთა დისკუსიის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დამოუკიდებელი აზროვნების წასახალისებლად.
თუ ასწავლით სამოქალაქო განათლებას, ისტორიას, ეკონომიკას ან მეწარმეობას, ხელმძღვანელობთ სასკოლო კლუბს ან ეძებთ ახალ სასწავლო რესურსს, ეს შეხვედრა დაგეხმარებათ, შეაფასოთ, როგორ მოარგოთ სახელმძღვანელო თქვენი მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებს.
მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია და აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი თარიღი:
რეგისტრაცია
რეგისტრაციის შემდეგ ონლაინ შეხვედრის ბმულს თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ.
გთხოვთ, ეს მოწვევა თქვენს კოლეგებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც გაუზიაროთ.
მოხარული ვიქნებით თქვენი მონაწილეობით!