23 ოქტომბერი 2026
შეხვედრა მოსწავლეებთან და მშობლებთნ
შეხვედრების ციკლის — „ცივილიზებულობის გააზრება“ ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: „ახლოდან დანახული ახლო აღმოსავლეთი“.
მომხსენებელმა, აღმოსავლეთმცოდნე გიგა გიგაურმა და შეხვედრის წამყვანმა, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ,
მონაწილეებთან ერთად განიხილეს რეგიონის ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური პროცესები.
შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ახლო აღმოსავლეთზე უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი ისტორიული გამოცდილების პერსპექტივიდან.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური დისკუსიისა და საინტერესო კითხვებისთვის!
ღონისძიების თანაორგანიზატორები: ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო, სასკოლო კლუბების ასოციაცია, ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმი და საქართველოს უნივერსიტეტი.
გთავაზობთ შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას.