სამოქალაქო განათლების გაკვეთილები - ინოვაციური, ახალი ელექტრონული რესურსი
საქართველოს ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ (New Economic School – Georgia) წარმატებით განახორციელა მასშტაბური და ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ციკლი (10 ტრენინგი). ეს უნიკალური პროგრამა განკუთვნილი იყო როგორც მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის, ასევე ზოგადად საგანმანათლებლო პროცესით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ვისაც გულწრფელი სურვილი ჰქონდა გაეღრმავებინა ცოდნა და არსებითად გაემდიდრებინა სწავლების მეთოდები.
პროექტის მთავარი შედეგია სამოქალაქო განათლების სრულიად ინოვაციური და მრავალკომპონენტიანი ელექტრონული რესურსის შექმნა. ეს მასშტაბური პროექტი, რომელიც აერთიანებს ინტერაქტიულ ელექტრონულ სახელმძღვანელოს, მასწავლებლის დეტალურ გზამკვლევს, სპეციალიზებულ ლექსიკონს, საგანმანათლებლო ვიდეოებს, სიმულაციებსა და დამატებით საკითხავ მასალებს. ეს რესურსები ხელმისაწვდომია ვებ-პლატფორმაზე lessonsofreason.com (ასევე დამატებით არის ხელმიწასვდომი - "ეკონომიკიის და მეწარმეობის გაკვეთულები"), არსებულ ეკონომიკისა და მეწარმეობის ელექტრონულ რესურსებთან ერთად, თავისუფალი ბაზრის ღირებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მოიცავს სამოქალაქო განათლების საკითხებს არის პირველი მცდელობა ერთიან სივრცეში მოაქციოს სკოლისთვის ესოდენ საჭირო საზოგადოებრივი მეცნიერების 3 მიმართულება - სამოქალაქო განათლება, ეკონომიკა და მეწარმეობა. ამ რესურსებით პედაგოგების, მშობლებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით, პროექტმა მაღალი კლასების მოსწავლეებს საშუალება მისცა, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება, კომპლექსური მსჯელობის უნარები და პრაქტიკული კომპეტენციები. რადგან, ეს უნარები ხელს უწყობს თვითრეალიზაციას, მიღწევებს და თავისუფლებისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, მორალურად მტკიცე და პროდუქტიული მოქალაქეების ჩამოყალიბებას, რომლებიც პატივს სცემენ თავისუფლების იდეებს და ხელს უწყობენ საზოგადოების აყვავებას.
ტრენინგების განხილული საკითხები მოიცავდა ყველა იმ თემას რომელიც ელექტრონული სახელმძღვანელოს შინაარსშია წარმოდგენილი:
● როგორ ვიცხოვროთ მარკ ცუკერბერგივით?
● რომელი სჯობს: 400 ევრო დახმარება თუ 400 ევრო ხელფასი?
● ჩაანაცვლებენ თუ არა რობოტები ადამიანებს?
● როგორ დავეხმარო ღარიბ ადამიანებს?
● შესაძლებელია თუ არა სიღარიბის პრობლემის გადაჭრა?
● რატომ არსებობს შიმშილი ჯერ კიდევ მსოფლიოში?
● მე ვყიდულობ, მაშასადამე მე ვარსებობ
● შესაძლებელია თუ არა ფულის გარეშე ცხოვრება?
● ვცხოვრობთ თუ არა მატერიალისტურ სამყაროში?
● ჩემი პლანეტა ჩემი პასუხისმგებლობაა?
● გარემოზე მორგებული ბიზნესი: მითი თუ რეალობა?
● მდგრადი განვითარება – „ბაზვორდები“ თუ დედამიწის გადარჩენის სტრატეგია?
● იყო განსხვავებული თუ იყო თანასწორი?
● უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის
● შეუძლია თუ არა გლობალიზაციას, შეამციროს უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის?
● წამართმევენ თუ არა იმიგრანტები ჩემს სამსახურს?
● უნდა გავხსნათ თუ არა ჩვენი საზღვრები?
● შესაძლებელია თუ არა სამყარო საზღვრების გარეშე?
● უნდა აიკრძალოს თუ არა სკოლებში არაჯანსაღი საკვები?
● კორუფცია ჯანდაცვის სისტემაში
● საკვების ინოვაცია: რას შევჭამთ მომავალში?
● ვარ თუ არა დამოკიდებული სოციალურ მედიაზე?
● ცოცხალი vs. ვირტუალური კომუნიკაცია
● ინტერნეტ საზოგადოების ერა
● ვარ თუ არა რაციონალური ამომრჩეველი?
● უნდა წყვეტდეს თუ არა უმრავლესობა ყველაფერს?
● პოპულიზმის ტალღა
● ვცხოვრობ თუ არა საინფორმაციო ბუშტში?
● არსებობს თუ არა სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში?
● როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდა?
● სამყარო ჩემს გარშემო
პროექტის წარმატებული განხორციელება დაეფუძნა, ოთხ ძირითად მიმართულებაზე აგებულ სტრატეგიულ გეგმას. 1. როგორც პროექტის ქვაკუთხედი, განხორციელდა უშუალოდ ელექტრონული რესურსების შემუშავება და გაშვება. ეს არ ყოფილა მხოლოდ ადგილობრივი ძალისხმევა, გამოყენებული იქნა საერთაშორისო გამოცდილება, კერძოდ, მოხდა LFMI-ის ჯილდოს მფლობელი ლიეტუვური მასალების (www.emapamokos.lt) წარმატებული ადაპტაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რაშიც ლიეტუველი ექსპერტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 2. უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო მასწავლებელთა პირდაპირი გადამზადება. ჩატარდა ორდღიანი ტრენინგ-პროგრამების ინტენსიური სერია (10 ტრენინგი). ეს არ იყო ერთჯერადი აქტივობა, არამედ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტი პროცესი, რომლის შედეგადაც გადამზადდა 300-მდე მეტი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – სამომავლო სახელმძღვანელოს გამავრცელებელი მნიშვნელოვანი ჯგუფი. 3. მიმართულება, რომელიც პროექტის გრძელვადიან მდგრადობასა და მასშტაბურობას უზრუნველყოფს, იყო "ტრენერების ტრენინგის" (ToT) კომპლექსური პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 5 2-დღიან დასწრებულ ვორქშოფსა და ვირტუალურ სესიებს მოიცავდა, 2025 წლის ივლისისთვის მომზადდა დამატებით მაღალკვალიფიციური ტრენერი. ისინი ახლა თავად მოქმედებენ როგორც ამ ინოვაციური მეთოდოლოგიის ელჩები და გამავრცელებლები. 4. პროექტმა გამოიყენა ინოვაციური და ჰოლისტიკური მიდგომა, რადგან განათლება სკოლის დამთავრებით არ სრულდება, აქტიურად ჩართო მშობლები.შემუშავდა პროგრამა, სადაც გამოყენებული იქნა აღიარებული ისრაელის მოდელი (დოქტორ რაზ კალიშერის მეთოდოლოგია).
ეს ინტენსიური სამუშაო გრაფიკი რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა.
პროგრამის მიმართ საგანმანათლებლო საზოგადოების გამოხმაურება და ინტერესი ძალიან მაღალი იყო. მონაწილეთა აქტიურობა წარმოადგენს ნათელ დადასტურებას, თუ რამდენად მწვავეა მოთხოვნა მაღალხარისხიან, პრაქტიკაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროექტებზე საქართVელოში. თითოეული მონაწილის მაღალი დონის ჩართულობა, დისკუსიების დროს დასმული სიღრმისეული და კრიტიკული კითხვები, და აქტიური უკუკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის აქტუალურობას. ყველა მონაწილემ, ვინც წარმატებით დაასრულა დატვირთული პროგრამა, მიიღო არა მხოლოდ პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, არამედ კონკრეტული ინსტრუმენტების ნაკრები, მათ შორის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის ინოვაციური ელექტრონული სახელმძღვანელო. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროექტი დასრულდა არა როგორც საბოლოო წერტილი, არამედ როგორც ახალი, გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი – შეხვედრების დასასრულს მონაწილეებთან ერთად სამომავლო კოლაბორაციის კონკრეტული ნაბიჯები დაისახა, რაც პროექტის მდგრადობასა და გრძელვადიან ხედვაზე მიუთითებს.
ასეთი ამბიციური და მრავალკომპონენტიანი პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ატლასის ფონდის ხედვითი და არსებითი მხარდაჭერის გარეშე. ამასთან, პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად გააძლიერა მისმა ფასდაუდებელმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა: საქართველოს უნივერსიტეტმა და სასკოლო კლუბების ასოციაციამ. მათმა ჩართულობამ უზრუნველყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდი აკადემიურ და სასკოლო საზოგადოებებთან, რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებაში. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპის ერთგულებით, პროექტის მიმდინარეობისა და მისი შთამბეჭდავი შედეგების ამსახველი დეტალური ინფორმაცია და ფოტომასალა რეგულარულად და აქტიურად ქვეყნდებოდა ორგანიზაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე.