საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება
05 მაისი 2025

საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება

ტრენინგების ციკლის ფარგლებში, შედგა სპეციალური სამუშაო სესია პარტნიორი ლიეტუვური ორგანიზაცია - ლიეტუვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის თანამშრომლის და ამ დარგის ექსპერტის მონაწილეობით.

შეხვედრას დაესწრო ჩვენი პროექტის ყველა მონაწილე 

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო:
 👉 როგორ გამოვიყენოთ ელექტრონული სახელმძღვანელო ეფექტურად?
 👉 რა არის საუკეთესო პრაქტიკა ევროპული სკოლებიდან?
 👉 როგორ დავნერგოთ ინტერაქტიული სწავლება ქართულ კლასებში?

შეხვედრის მოკლე აღწერა
 ჩვენი ტრენინგებისთვის განსაკუთრებული მომენტი იყო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლის – ლიეტუველი ექსპერტის მონაწილეობით სპეციალური შეხვედრის ორგანიზება. რომლის მიზანი იყო მისგან კონსულტაციების მიღება როგორც წიგნის, ისე ტრენინგების სამომავლო პროგრამის მომზადებაში.
 

მისი დახმარებით მოხდა:

მასალების მოძიება და ანალიზი,
სახელმძღვანელოს შინაარსის დახვეწა,
სოციალური მედიის ინფორმაციის გაუმჯობესება,
და შემდგომი მოდულების მომზადებაში კონკრეტული რჩევები.
საბოლოო ჯამში ეს იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც ეფუძნება ლიეტუვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის (Lithuanian free market institute) საერთაშორისო აღიარების და ჯილდოს მფლობელ საგანმანათლებლო პროგრამას.
ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა, როგორ შეიძლება ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენება, როგორ დავნერგოთ ინტერაქტიული მეთოდები, და როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

რა ვისწავლეთ ამ შეხვედრიდან
 ✔ როგორ დავუკავშიროთ სახელმძღვანელო ეროვნულ სასწავლო გეგმას;
 ✔ რა მეთოდები მუშაობს ევროპულ სკოლებში;
 ✔ როგორ შევქმნათ დისკუსიის კულტურა კლასში;
 ✔ რა რესურსები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე lessonsofreason.com

მიღებული შედეგები
 ✔ მონაწილეებმა მიიღეს პირდაპირი რჩევები საერთაშორისო ექსპერტისგან
 ✔ გაძლიერდა პროექტის საერთაშორისო კომპონენტი
 ✔ მასწავლებლებმა ისწავლეს ინოვაციური მიდგომების ინტეგრაცია საკუთარ პრაქტიკაში