გამაერთიანებელი პრეზენტაცია: თანამშრომლობა და განვითარება
მოგესალმებით. შედგა პრეზენტაცია რომელმაც შეაჯამა ჩვენი ერთობლივი მუშაობა. უპირველეს ყოვლისა, გვსურს დიდი მადლიერება გამოვხატოთ მასწავლებლების მიმართ, რომელთა პროფესიონალიზმი და ყოველდღიური ძალისხმევა სასწავლო პროცესის მთავარი საყრდენია.
ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მშობლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი მონაწილეობა და გამოჩენილი ინიციატივები ადასტურებს, რომ საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება საუკეთესო გზაა ხარისხიანი შედეგების მისაღწევად.
ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მოსაზრება. ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი რეკომენდაცია და კონსტრუქციული უკუკავშირი პორტალის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. სწორედ თქვენი ხედვა დაგვეხმარება გამოვავლინოთ შეცდომები და შევიტანოთ შესაბამისის ცვლილებები სახელმძღვანელოებში.
გვჯერა, რომ ასეთი ღია კომუნიკაციითა და მუდმივი თანამშრომლობით, შევძლებთ შევქმნათ უკეთესი გარემო, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული სასწავლო პროცესის განვითარებასა და საერთო წარმატებაზე.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ მცირე ვიდეო-ინსტრუქცია პორტალზე რეგისტრაციისთვის: